- ქათამი დაჭერით ერთი ლუკმის ზომის ნაჭრებად და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შეურიეთ მარილი და დაფქული შავი პილპილი და გააჩერეთ 20 წუთით.
- პატარა ჯამში შეურიეთ კეტჩუპი, შაქარი, თეთრი ძმარი და მუქი სოიოს სოუსი და გვერდზე გადადეთ. ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ვოკში(ღრმა ტაფაში) გააცხელეთ ზეთი შეწვისთვის. როცა ზეთი საშუალოდ გაცხელდება, მარინადში გაჩერებული ქათმის ნაჭრები ამოავლეთ ცომში და სათითაოდ ჩაუშვით ზეთში ისე, რომ ტაფა ზედმეტად არ გადაიტვირთოს. შეწვით ერთი წუთის განმავლობაში გადაბრუნების გარეშე, შემდეგ გადააბრუნეთ და შეწვით კიდევ 4–5 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ამოიღეთ და გაიმეორეთ იგივე დარჩენილი ნაჭრებით.
- ტაფაზე მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ ნახევარი სუფრის კოვზი ზეთი. დაჭრილი ბულგარული წიწაკა მოშუშეთ ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ ტკბილ-მწარე სოუსი და კიდევ ერთი წუთი ხარშეთ, სანამ სოუსი არ შესქელდება.
- შემდეგ მიღებულ მასას დაუმატეთ შემწვარი ქათმის ხორციეს ნაჭირები და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მოურიეთ, სანამ ყველა ნაჭერი სოუსით თანაბრად არ დაიფარება.
მიირთვით ვერმიშელთან ან ბრინჯთან ერთად.
ინგრედიენტები
- ქათმისთვის
- ცომისთვის
- ტკბილ-მწარე სოუსისთვის
- დასასრულებლად
შეხამება თეთრ ღვინოსთან
გერანული რიზლინგი შპეტლეზე
