ბადრიჯნის როლატინი იტალიურად
ძირითადი კერძი იტალიური იტალია

ბადრიჯნის როლატინი იტალიურად

1. ბადრიჯანი დავჭრათ 0,5 სმ სისქის ნაჭრებად, ჩავაწყოთ საწურში და მოვაყაროთ ცოტა მარილი. გავაჩეროთ 30 წუთი;

2. 4-5 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში ავურიოთ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. მიღებული მასა წავუსვათ ბადრიჯანს ორივე მხრიდან და შეწვათ ქურაში 200 გრადუსზე 25-30 წუთი;

3. დიდ ჯამში კარგად ავურიოთ 500გრ. მოცარელა, 500გრ. რიკოტა, 150გრ. პარმეჯანო, ერთი ცალი გათქვეფილი კვერცხი, 4-5 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ნახევარი კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნახევარი ლიმნის ცედრა;

4. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეითუნის ზეთში, დავუმატოთ 4-5 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 2-3 წუთში დავუმატოთ ტომატის პიურე და პასტა, მარილი გემოვნებით და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკის ფოთლები. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.

5. შემწვარ ბადრიჯანს წავუსვათ 1 სუფრის კოვზი ყველი ნარევი და დავახვიოთ. თუ არ ჩავარჭოთ კბილის საჩხრეკი.

6. ღუმელში შესადგამ ფორმაში ძირზე მოვასხათ მომზადებული პამიდვრის პიურე და ჩავაწყოთ ბადრიჯნები. მოვაყაროთ ცოტა მოცარელა და პარმეჯანო. დავაპაროთ თავზე ალუმინის ფოლგა და შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე 20-30 წუთი.

7. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

Chianti Classico / Montepulciano d’Abruzzo

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top