ბატკნის ბეჭი
ძირითადი კერძი ქართული საქართველო

ბატკნის ბეჭი

1. გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე;

2. ბატკნის ბეჭი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ხის დაფაზე, დავჩხვლიტოთ დანის წვერით და ნაჩხვლეტებში ჩავტენოთ გრძივად დაჭრილი ნივრის კბიილები. შემდეგ დავსეროთ ბეჭის ზედაპირი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი და კარგად შევზილოთ ხორცი ორივე მხრიდან მარილით, პილპილით, შებოლილი პაპრიკითა და დაჭრილი როზმარინით;

3. ღრმა შესაწვავ ფორმაში ჩავასხით 1 ჭიქა წყალი და 2/3 ჭიქა წითელი ღვინო. მოვათავსოთ მასში ცხვრის ბეჭი, უფრო ხორციანი მხარით ზემოთ. დავაფაროთ ბეჭს ფოლგის ორმაგი ფენა – ერთი ფენა ბეჭთან ახლოს, მეორეთი კი დავფაროთ მთლიანად შესაწვავი ფორმა;

4. ფორმა მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელის შუა თაროზე და გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათი.

5. ორი საათის შემდეგ მოვხსნათ ფოლგა. შესაწვავ ფორმაში არსებული წვენი კოვზით მოვასხათ ცხვრის ხორცს, შემდეგ მოვასხათ 4 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად გადავანაწილოთ თანაბრად ხორცზე. წვენში ჩავაწყოთ შუაზე გაჭრილი გათლილი საშუალო ან მცირე ზომის კარტოფილები. დავაფაროთ ფოლგა და გავაჩეროთ ღუმელში კიდევ 30 წუთი.

6. შემდეგ მოვხსნათ ფოლგა და კიდევ 10 წუთი გავაჩეროთ ღუმელში.

7. სუფრაზე მიტანის წინ შეიძლება მოვაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი როზმარინი.

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

საფერავი, კახური ქვევრის ქარვისფერი ღვინოები

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top