1. ნაღები წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე და გავაგრილოთ 10-15 წუთი;
2. 5 ცალ კვერცხის გულს დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, 1 შეკვრა ვანილი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და კარგად ავურიოთ ასათქვეფით;
3. მიღებულ მასას დავამატოთ წამოდუღებული ნაღები და კარგად ავურიოთ;
4. მასა გადავიტანოთ დაბალ ცეცხლგამძლე პატარა შუშის ან თიხის ჭურჭელში;
5. ღუმელის საცხობ ფორმაში (ჟაროვნია) დავასხათ წყალი 2-3 სმ სიმაღლეზე და ჩავაწყოთ კრემიანი ჭურჭელი და ვაცხოთ 120-130 გრადუსზე 30-40 წუთის მანძილზე.
6. ფორმები კარგად გავაგრილოთ. სასურველია ერთი დღით ადრე გაკეთება და მაცივარში შენახვა;
7. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ თითოეულ ფორმას ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და სპეციალური მოსაწვავით (შესაძლოა ქათმის შესატრუსიც) შაქარი მოვბრაწოთ მის კარამელიზებამდე. (სანამ არ მიიღებს ყავისფერ ფერს)
ინგრედიენტები
თეთრი პორტვეინი
