მუჟუჟი

მუჟუჟი

1. ღორის ფეხები კარგად გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. დავფაროთ ცივი წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ, რომ წამოდუღდება მოვხადოთ ქაფი. ადუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ, დავამატოთ გაფცქვნილი ხახვი, ოთხად გაჭრილი სტაფილო, ნიახურის ღერო, დაფნა, ქინძის და პილპილის მარცვლები და მინიმალურ ცეცხლზე ვხარშოთ 2 საათი. ხორცი ისე უნდა დარბილდეს რომ ძვლებიდან თავისუფლად სცილდებოდეს.

2. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცოტა გავაგრილოთ. შემდეგ ამოვიღოთ ხორცი და ფრთხილად, ისე რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ფორმა გავასუფთავოთ ძვლებისგან. ძვალ გაცლილი ხორცი ჩავალაგოთ შესაბამისი ზომის შუშის ჭურჭელში.

3. ქვაბში დარჩენილი გაგრილებულ ბულიონს მოვხადოთ ზედმეტი ცხიმი და გადავწუროთ (იმდენი რამდენიც საჭირო იქნება იმ ჭურჭლის შესავსებად სადაც მოვათავსეთ ხორცი). დავუმატოთ ძმარი, მარილი(1 ლიტრზე დაახლოებით 1 სუფრის კოვზი) და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან ოდნავ შევაგრილოთ და დავასხათ ხორცს ისე რომ გაივსოს ჭურჭელი. გაგრილოთ და შევდგათ მაცივარში.

4. სასურველია მივირთვათ 24 საათის შემდეგ.

5. სუფრაზე მიტანისას დაჭერით, მოაყარეთ დაჭყლეილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ქინძი

ინგრედიენტები

შეხამება ქარვისფერ ღვინოსთან

ძლიერი კახური ქვევრის ღვინო

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top