1. ლიმონჩელოს სიროფი: ქვაბში ავურიოთ 120მლ წყალი და 100 გრ. შაქარი საშუალო ცეცხლზე. ვურიოთ სანამ შაქარი არ გაიხსნება, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. დავუმატოთ 60 მლ. ლიმონჩელო. სიროფი გამოყენებისას უნდა იყოს ცივი;
2. ბისკვიტი: თასში კვერცხის ცილა, დავუმატოთ ¼ ჩ/კ მარილი და ვთქვიფოთ მიქსერით სანამ არ შესქელდება. თქვეფისას ნელ-ნელა დავამატოთ 50 გრ. შაქარი და ვანილი; მეორე თასში ავთქვიფოთ კვერცხის გულები დარჩენილ 50გრ. შაქართან და ვანილთან ერთად, სანამ არ გაფერმკრთალდება და დავუმატოთ ლიმონის ცედრა. გულების ნაზავი დავუმატოთ ცილის ნაზავს და კარგად ავურიოთ კოვზით. 30 გრ. ფქვილი ნელნელა მოვაყაროთ ნარევს და თან ვურიოთ. მიღებული მასა თანაბრად გავანაწილოთ საცხობ ფორმაში ჩაფენილ საცხობ ფურცელზე და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სანამ არ გამაგრდება.
3. კრემი: თასში მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 600 მლ. ნაღები, 225გრ. მასკარპონე, 200გრ. შაქარი და ვანილი;
4. გლაზური: თასში კარგად ავურიოთ 2 ც. მთლიანი კვერცხი, დამატებით 4 ც. კვერცხის გული, 4.ც. ლიმონის ცედრა, შაქარი, ვანილი და მარილი. მიღებული მასა გადავიტანოთ ქვაბში დავამატოთ ლიმონის წვენი. ძალიან დაბალ ცეცხლზე მუდმივად ვურიოთ 10-12 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ შესქელდება ისე რომ ამორევისას ქვაბის ძირი მოჩანდეს. გამოვრთოთ, დავუმატოთ კარაქი და ვურიოთ სანამ არ გადნება. შემდეგ გადავწუროთ რომ მოვაშოროთ ცედრა. შევინახოთ მაცივარში.
5. ტირამისუს მომზადება: ღრმა ჭურჭელში ძირზე დავდოთ ბისკვიტი თეთრი მხარით ზემოთ, სამზარეულოს ფუნჯით წავუსვათ ლიმონჩელოს სიროფი, შემდეგ კრემი თანაბარ 2-3სმ სისქის ფენად. დავადოთ მეორე ფისკვიტი და გავიმეოროთ ყველაფერი.
6. ბოლოს თავზე რომბისებურად გავუკეთოთ გლაზურის ზოლები. შევდგათ მაცივარში 2-3 საათი.
7. სუფრაზე მიტანის წინ თითოეული ნაჭერი მოვრთოთ პიტნის ფოთლით და კენკრით (მალინა ან მაყვალი)
ინგრედიენტები
თეთრი პორტვეინი
