უნგრული გულიაში
ძირითადი კერძი უნგრული უნგრეთი

უნგრული გულიაში

1. საქონლის ხორცი დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად, ტაფაზე მოვასხათ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მაღალ ცეცხლზე მოვბრაწოთ ხორცი. შევაზავოთ მარილით და პილპილით;

2. ქვაბში ძირზე მოვასხათ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად მოვშუშოთ. 1 წუთის ინტერვალით დავუმატოთ პაპრიკა, დაჭყლეტილი ნიორი, პომიდორი(კონსერვის ან წვრილად დაჭრილი). მოვაყაროთ სუნელები (კვლიავი, მაიორამი) და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა. როდესაც წიწაკა ჩაითუშება დავუმატოთ ძირთეთრა, სტაფილო და 3-4 ჩ/კ ბალზამიკო;

3. შებრაწულ საქონლის ხორცი გადავიტანოთ ბოსტნეულიან ქვაბში და მოვასხათ საქონლის ხორცის ნახარში ისე რომ ქვაბში არსებული მასა დაიფაროს. წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლე ვხარშოთ 1 საათი;

4. 1 საათის შემდეგ დავუმატოთ საშუალო ზომაზე დაჭრილი კარტოფილი და საქონლის ხორცის ნახარში (საჭიროების შემთხევაში თუ ჩაიშრო) ასევე პილპილი და მარილი გემოვნებით და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ კიდევ 1 საათი;

5. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

ეგრი ბიკავერი

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top