ქათმის ფილე თაფლით და ნივრით
ძირითადი კერძი აზიური ფიუჟენი

ქათმის ფილე თაფლით და ნივრით

1. ქათმის ფილე გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე, შევაშროთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი და 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი ან ნივრის ფხვნილი;

2. ტაფაზე მოვასხათ ზეითუნის ზეთი და დავდოთ საშუალო ცეცხლზე. ფილე ამოვავლოთ ფქვილში და მოვბრაწოთ ორივე მხრიდან;

3. ტაფაზე დავამატოთ კარაქი, რომ გალღვება დავამატოთ ნიორი, ძმარი, სოიოს სოუსი და თაფლი და დაბალ ცეცხლე ფილე კარგად შევწვათ;

4. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში;

5. მოვხარშოთ ბრინჯი გარნირისთვის.

6. სუფრაზე მიტანის წინ თეფშზე დავდოთ 2-3 კოვზი ბრინჯი, დავადოთ ფილე და მოვასხათ 1-2 სუფრის კოვზი სოუსი ტაფიდან;

ინგრედიენტები

შეხამება თეთრ ღვინოსთან

გერმანული „Kabinett“ რისლინგი

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top