იხვი ფორთოხლით ტეხასურად
ძირითადი კერძი ამერიკული აშშ

იხვი ფორთოხლით ტეხასურად

1. იხვი კარგად გავრეცხოთ (ისე რომ არ გავჭრათ შუაზე) და შევაშროთ ტილოთი ან სამზარეულოს საშრობი ქაღალდით.

2. 2ც ფორთოხალი გავჭრათ შუაზე(თუ დიდია 3 ნაწილად) და ჩავტენოთ იხვის მუცელში, 2ც ხახვი გავფცქვნათ და გავჭრათ 2-3 ნაწილად და ისიც ჩავტენოთ. მუცლის ღრუ და იხვის კისერი კარგად შევკრათ სამზარეულოს თოკით. ასევე მივამაგროთ იხვის ფრთები მაქსიმალურად სხეულთან ახლოს რომ არ დაიწვას შეწვის პროცესში. იხვის ზედაპირი მსუბუქად დავსეროთ რომბისებურად და მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ღუმელის საცხობ ფორმაში (ჟაროვნია) დავასხათ 2-3 ჭიქა წყალი, დავდოთ ღუმელის ლანგარი(სეტკა) და დავდოთ იხვი მუცლით ზემოთ ისე რომ წყალს არ ეხებოდეს. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე ერთი საათით;

3. ფორთოხლის წვენი ჩავასხათ ქვაბში და ვადუღოთ 1 საათი სანამ არ შესქელდება(ლისელის კონსისტენციის, უნდა დაიკლოს მოცულობის სამი მეოთხედი);

4. გამოვიღოთ იხვი ღუმელიდან და სამზარეულოს ფუნჯით კარგად წავუსვათ ფორთოხლის წვენის ნახარში. შევდგათ ღუმელში კიდევ 10 წუთი. შემეგ ისევ წავუსვათ ნახარში და კიდევ შევდგათ 10 წუთი.

5. სუფრაზე მიტანის წინ იხვი გადავიტანოთ თეფშზე და მოვუწყოთ თლად დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

პინო ნუარი

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top