1. თევზი გავრეცხოთ და დავჭრათ 8-10 სმ ნაჭრებად (ერთი ფილე გავჭრათ საშუალოდ სამ ნაწილად). შევაშროთ წყალი სამზარეულოს ტილოთი ან ხელსახოცით. ორივე გვერდიდან წავუსვათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ოდნავ მარილი, შავი პილპილი, ხმელი როზმარინი და ბეგქონდრა (thyme).
2. გავახუროთ ტაფა, დავასხათ ოდნავ ზეითუნის ზეთი და 20-30 გრ. კარაქი, დავუმატოთ 2 მთლიანი კბილი ნიორი. შევწვათ თევზი დაახლოებით 3 წუთი თითო მხრიდან;
3. გადმოვიღოთ თევზი, ჩავაწყოთ ღუმელში შესადგამ ჭურჭელში.
4. ტაფაზე დარჩენილ ცხიმს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოდნავ რომ მოითუშება, დავუმატოთ 6-7 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 70 გრ. კარაქი, 1 ჩ/კ როზმარინი და ბეგქონდარა გამოწურული ერთი ლიმნის წვენი და 2ს/კ მდოგვი, მოვასხათ 500 მლ. ნაღები. მიღებული მასა წამოვადუღოთ.
5. წამოდუღების შემდეგ, ტაფა ზე არსებული მასა მოვასხათ ფორმაში ჩაწყობილ თევზს, მოვაყაროთ ერთი მუჭი იწპანახის ფოთლები და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
6. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და და დავადოთ 3-4 თხლად დაჭრილი ლიმნის რგოლი.
ინგრედიენტები
სოვინიონ ბლანი
