გოგრა საქონლის ხორცის შიგთავსით

გოგრა საქონლის ხორცის შიგთავსით

1. გოგრას მოვაჭრადთ ზედა თავი და გამოვშიგნოთ (დავტოვთ 2-3 სმ სისქის კედელბი);

2. დაჭყლეტილი ნიორი შეურიოთ 100 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქს და წავუსვათ გოგრის შიდა ზედაპირებს, ასევე თავზე. შევდოთ ღუმელში 175 გრადუსზე 45 წუთის.

3. ხორცი დავჭრათ პატარა კუბებად, ქვაბში მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ხორცი შევბრაწოთ. ამოვიღოთ ხორცი ცალკე თეფშზე.

4. ქვაბში დარჩენილ ცხიმში მოვთუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი და თხლად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ 3-5 წუთი.

5. ქვაბში არსებულ მასას დავაყაროთ ხორცი, დავუმატოთ მარილი, 2 ჩ/კ შავი პილპილი, 2 ს/კ პაპრიკა, დაფქული წითელი პილპილი გემოვნებით, 1 ჩ/კ ორეგანო, 2-3 დაფნის ფოთოლი და 2 ჩ/კ შაქარი. დავამატოთ ოთხად დაჭრილი პომიდორი, ან ქილის კანგაცლილი პომიდორი, ჩავყარით 1 ჭიქა (250 მლ) გრძელმარცვლიანი ბრინჯი და კარგად ავურიოთ. დავასხათ 1 ლიტრი ბოსტნეული ბულიონი ან წყალი და ვხარშოთ ხარშეთ თავდახურულად 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება.

6. გოგრა გამოიღეთ ღუმელიდან. ძირზე მოვაყაროთ მოცარელა, შემდეგ ფენა-გენა ჩაშუშული ხორცი ბოსტნეულთან ერთად და მოცარელა ვიდრე გოგრა არ გაივსება. დავაპაროთ გორის თავი და შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე 15-20 წუთით ვიდრე ყველი კარგად არ დაიბრაწება;

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

არგენტინული მალბეკი

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top