ორაგული ისპანახით და სოკოთ

ორაგული ისპანახით და სოკოთ

1. ორაგულის ფილე კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ 5-7 სმ სისქის ნაჭრებად. კანის მხრიდან ნაჭრები ჩავჭრათ ისე რომ შესაძლებელი იყოს მისი ცილინდრულ მგომარეობაში ამობრუნება. მოვაყაროთ მარილი და ცოტა შავი პილპილი;

2. ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი. დამდნარ კარაქში შევწვათ ორაგულის ნაჭრები 4-5 წუთი თითო გვერდი. შემდეგ ნაჭრები გადავდოთ ცალკე ჭურჭელში;

3. ღრმა ტაფაზე არსებულ ცხიმში 3 წუთი ვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ მოგრძო თხელ ნაჭრებად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და ვთუშოთ კიდევ 3 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი სოკო და კვლავ ვთუშთ 3-4 წუთი. ბოლოს დავამატოთ ისპანახი და დაჭყლეტილი ნიორი, ვთუშოთ ვიდრე ისპანახის ფოთლები არ ჩარბილდება და დაპატარავდება.

4. მიღებულ მასას დავუმატოთ ნაღები, და გახეხილი ყველი (პარმეზანი) დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 2-3 წუთი ვიდრე ყველი კარგად არ შეერევა ნაღებისა და ბოსტნეულის მასას.

5. ტაფაზე არსებულ მასაში გადავიტანოთ ორაგულის შემწვარი ნაჭრები, შემოვუწყოთ მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და თავდახურულ ტაფაში, დაბალ ტემპერატურაზე ვხარჭოთ 15 წუთის განმავლობაში.

6. სუფრაზე მიტანის წინ შესაძლებელია მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში

ინგრედიენტები

შეხამება თეთრ ღვინოსთან

ვერმენტინო ტოსკანიდან

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top