შაკშუკა – ერბოკვერცხი ებრაულად
ძირითადი კერძი ებრაული ისრაელი

შაკშუკა – ერბოკვერცხი ებრაულად

1. ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი, თანაბარ ფენებად დავამატოთ დაჭრილი ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა. მოვთუშოთ 6-7 წუთი, ისე რომ არ მოვურიოთ. როდესაც ბოსტნეულს ძირები ყავისფრად შეუფერადდება მოვურიოთ და დავტოვოთ კიდევ 4 წუთი საშუალო ტემპერატურაზე;

2. პომიდორი ჯვარედინად დავსეროთ წვერის მხრიდან და დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 2 წუთი და გადავიტანოთ ცივ წყალში, რის შემდეგაც გავაძროთ კანი;

3. როდესაც ბოსტნეული დარბილდება, დავუმატოთ ნიორი, პაპრიკა, ძირა და პომიდორი და ტომატი. დავუწიოთ ტემპერატურას და ვადუღოთ თავდახურულ ტაფაში 10 წუთი.

4. კვერცხის დამატებამდე საჭიროა ბოსტნეულში კოვზით პატარა ღრმული გავაკეთოთ, რადგან კვერცხი კარგად მოთავსდეს ბოსტნეულში და ფორმა შეინარჩუნოს. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 5-8 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი (ან ქინძი), ზეთის ხილი და ყველი.

5. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი, ზეთის ხილი და ყველი.

ინგრედიენტები

შეხამება ვარდისფერ ღვინოსთან

პროვანსული ვარდისფერი

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top