1. პატარა ტკბილ წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწები, ამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხოთ.
2. ქვაბში ჩავასხათ 1ლ. წყალი, დავუმატოთ 1 ჭიქა უბრალო თეთრი ძმარი, 2 ს/კ მარილი, 1 ს/კ შაქარი, 4 კბილი ნიორი და 1 ს/კ პილპილის მარცვლები და წამოვადუღოთ.
3. ადუღების შემდეგ ჩავაწყოთ წიწაკები და ვხარშოთ 5-7 წუთი და ამოვიღოთ ჯამში.
4. კრემ-ყველში ( ან გადაზელილ ფეტასა და რიკოტას ნაზავში) დავამატოთ 1 ს/კ ნივრის ფხვნილი, ოდნავ შავო პილპილი და მარილი. მიღებული მასა კარგად ამოვურიოთ და დავტენოთ წიწაკები. თუ წიწაკები ძალიან მცირე ზომისაა შესაძლებელია საკონდიტრო ტომარის გამოყენება.
5. დატენილი წიწაკები მოვათავსოთ მინის ჭურჭელში დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და შევდგათ მაცივარში.
6. წიწაკები მზად იქნება მაცივარში კარგად გაციების შემდეგ (2-3 საათი) .
ინგრედიენტები
შეხამება ცქრიალა ღვინოსთან
Prosecco Superiore ან კავა
