ნივრიანი სოკო ისპანახით

ნივრიანი სოკო ისპანახით

1. სოკო გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე. ისპანახი გავრეცხოთ და მოვაცილოთ ღეროები(დავტოვოთ მარტო ფოთლები) ;

2. ტაფა გავახუროთ, დავუმატოთ კარაქი და რომ გადნება მოვშუშოთ სოკო (დაახლოებით 2-3 წუთი).

3. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი და ვთუშოთ კიდევ 2 წუთი.

4. დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, შემდეგ დავასხათ ბალზამიკო (ან ძმარი), კარგად ავურიოთ დაბალ ცეცხლზე 1 წუთი.

5. დავამატოთ ისპანახის ფოთლები და ვთუშოთ 3-4 წუთი ვიდრე ფოთლები არ ჩარბილდება.

6. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანის ყველი.

ინგრედიენტები

შეხამება თეთრ ღვინოსთან

პინო გრიჯო

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top