1. ორაგული კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ 5-7 სმ სისქის სასტეიკე ნაჭრებად;
2. სოიოს სოუსი, ზეითუნის ზეთი, თაფლი, 1ც ლიმნის წვენი, შავი პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ ოდნავ მარილი;
3. ორაგულის სტეკი კარგად ამოვსვაროთ მიღებულ მასაში, გემოს კარგად გასაჯდომად სასურველია წასმის შემდეგ სტეიკის ნაჭრები დავჩხვლიტოთ კბილის ჩხირით, ჩავაყოთ ღრმა ჯამში და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით;
4. თევზი შევწვათ გრილზე ან ღუმელში, შეწვის წინ კიდევ ერთხელ კარგად ამოვსვაროთ სოიოს სოუსის მასაში.
5. ჯამში დარჩენილი მასა წამოვადუღოთ (შესაძლოა ტაფაზეც) და შეწვის პროცესში წავუსვათ თევზის ნაჭრებს.
6. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
ინგრედიენტები
შეხამება თეთრ ღვინოსთან
რისლინგი — მოზელი, რაინგაუ ან ავსტრია
