რვაფეხას სუპი პორტუგალიურად

რვაფეხას სუპი პორტუგალიურად

1. რვაფეხა დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად და მოვათავსოთ ცივ წყალში;

2. ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვთუშოთ საშუალო ცეცხლზე.

3. 2-3 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და კიდევ ვთუშოთ 2-3 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ტომატის პასტა და 200 მლ. თეთრი მშრალი ღვინო (თუ ღვინო არ გვაქვს დავუმატოთ წყალი) და ვადუღოთ 3-5 წუთი;

4. დავუმატოთ სუნელები: დაღერღილი წიწაკა, ბეგქონდარა (Timian) და შავი პილპილი წამოვადუღოთ, დაუწიოთ ცეცხლს დავაფაროთ თავი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 1 საათი;

5. დავუმატოთ მარილი გემოვნებით და საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. ვადუღოთ კიდევ 20-30 წუთი ვიდრე კარტოფილი არ მოიხარშება.

6. დავამატოთ ჭვრილად დაჭრილი ოხრახუში და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი;

7. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

დუროს წითლები

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top