1. საქონლის ღვიძლი გავრეცხოთ კარგად, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავაწყოთ ღრმა ჯამში. მოვასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 1 წუთი და გადავღვაროთ.
2. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოვთუშოთ ზეითუნის ზეთზე, დავუმატოთ ნიორი, ცოტაოდენი პილპილი და მარილი. შემდეგ დავუმატოთ ღვიძლი და შევწვათ.
3. 5 სუფრის კოვზ არაჟანში გავურიოთ 1 სუფრის კოვზი მდოგვი (სასურველია დიჟონი მდოგვი, ან ნებისმიერი არა ცხარე მდოგვი) დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი და დავუმატოთ ღვიძლს, ვთუშოთ დაახლოებით 8-10 წუთი. დავუმატოთ პილპილი და მარილი გემოვნებით.
4. გარნირი
5. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად(ფრის სტილში). ყაბაყი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად. ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ მოგრძო ნაწილებად.
6. დიდ კამში ჩავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული დავასხათ ზეითუნის ზეთი და კარგად ამოვურიოთ, დავამატოთ საფანელი, დაფქული პაპრიკა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და კარგად ამოვურიოთ.
7. ბოსტნეული გადავიტანოთ ღუმელში შესადგამ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით.
8. სუფრაზე მიტანის წინ ღვიძლს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები ხოლო ბოსტნეულს წვრილად დაჭრილი ოხრახუში
ინგრედიენტები
ფალცის რისლინგი
