სპაგეტი ბოლონეზე
ძირითადი კერძი იტალიური იტალია

სპაგეტი ბოლონეზე

1. სპაგეტი: ადუღებულ წყალს დავამატოთ ცოტაოდენი მარილი და მოვხარშოთ სპაგეტი 10-12 წუთის მანძილზე. შემდეგ გადავიტანოთ საწურზე. ქვაბში ჩავდოთ 20-30 გ. კარაქი და როცა გალღვება დაბალ ცეცხლზე დავუმატოთ მაკარონი და კარგად ამოვურიოთ. გადავდგათ ცეცხლიდან.

2. სოუსი: გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, ვთუშოთ 2-3 წუთი, შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და ვთუშოთ კიდევ 1-2 წუთი. დავუმატოთ საქონლის ფარში და ვთუშოთ ვიდრე ფარში ფერს არ შეიცვლის. თუშვის დროს კარგად ვურიოთ რომ არ მიიწვას. შემდეგ მოვასხათ 1 ჭიქა წითელი ღვინო, დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, ვადუღოთ 2-3 წუთი. შემდეგ დავუმატოთ პამიდვრის პიურე და ტომატის პასტა. დაბალ ცეცხლზე ვადუღუთ 20-30 წუთი თავდახურულ ტაფაში ვიდრე ხორცი კარგად არ ჩარბილდება.

3. დიდ თეფშზე დავყაროთ ერთი ულუფა სპაგეტი, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანის ყველი.

4. სუფრაზე მიტანის წინ შესაძლოა დავუმატოთ 2-3 ფოთოლი ბაზილიკი.

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

Montepulciano d’Abruzzo

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top