სპაგეტი კარბონარა
ძირითადი კერძი იტალიური იტალია

სპაგეტი კარბონარა

1. საშუალო სიმხურვალის ტაფაზე დავდოთ კარაქი და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, ვშუშოთ ნელ ცეცხლზე ვიდრე ბეკონის ცხიმი სრულად არ დადნება და კარამელიზდება;

2. ჯამში ავთქვიფოთ 4 კვერცხი, დავუმატოთ გახეხილი პარმეზანი, პეკორინო, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ;

3. ადუღებულ წყალს დავამატოთ მარილი და მოვხარშოთ მაკარონი 10-12 წუთის მანძილზე. გადავწუროთ სპაგეტი, თუმცა ნახარშის ნაწილი შევინახოთ ჯამში.

4. ტაფაზე მოხრაკულ ბეკონს დავუმატოთ მაკარონი და კარგად ავურიოთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დავუმატოთ ჯამში ათქვეფილი კვერცხის და ყველის მასა და ვურიოთ. დავამატოთ ნაღები, და კარგად ამოვურიოთ, თუ მასა მაინც სქელი დარჩა დავამატოთ ცოტაოდენი მაკარონის ნახარში.

5. მნიშვნელოვანია: ტაფა იყო ძალიან დაბალ ცეცხლზე და მთელი პროცესის მანძილზე ვურიოთ ენერგიულად, რათა არ მოხდეს კვერცხის შეწვა, მისი ომლეტად გადაქცევა.

6. სუფრაზე მიტანის წინ შესაძლოა დავუმატოთ 1-2 ფოთოლი ბაზილიკი.

ინგრედიენტები

შეხამება თეთრ ღვინოსთან

Frascati Superiore ან Orvieto Classico

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top