1. საქონლის ხოცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მოვხარშოთ (1-2 საათი, ხორცის კარგად ჩარბილებამდე)
2. ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ და დავყაროთ ტაფაზე. დავუმატოთ ხორცის ხარშვისას მოყენებული ცხიმი, თუ საკმარისი არ იქნება დავუმატოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოვთუშოთ.
3. ჯამში ამოვიღოთ 1 ჭიქა ხორცის ნახარში ბულიონი და შიგნით გავხსნათ ტომატის პასტა, დავუმატოთ სუნელები და ჩავაჭყლიტოთ ნიორი;
4. ხორცის მოხარშვის შემდეგ, ხორცი ამოვიღოთ ცალkე და დარჩენილ წვენს დავუმატოთ მოთუშული ხახვი და სტაფილო და ნახარშში გახსნილი სუნელები, დავუმატოთ ბრინჯი და გავაჩეროთ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.
5. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში და ნიახური) და ჩავყაროთ ხორცი.
6. სუფრაზე მიტანის წინ თითოეულ თეფშს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი
ინგრედიენტები
ქისი, ან რქაწითელი კახეთის რეგიონიდან
