სუჯუხ-ბასტურმა
წინა კერძი სომხური სომხეთი

სუჯუხ-ბასტურმა

1. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ 5-7 სმ სისქის 2 მოგრძო ნაჭრად. ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და მოვაყაროთ ბლომად მარილი. ჭურჭელი შევდოთ მაცივარში 3 დღით (დღეში ერთხელ წყალი გადავღვაროთ).

2. დამარილებული ხორცი კარგად გავრეცხოთ ცივი გამდინარი წყლით და 3 საათი მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში. საათში ერთხელ წყალი გამოვუცვალოთ.

3. ამოვიღოთ წყლიდან და კარგად გავაშროთ ტილოთი ან ხელსახოცი რულონით. შემდეგ შევახვიოთ ნაჭერში ან ქაღალდის რულონში და 1 დღით მოვათავსოთ სიმძიმის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში გამოვუცვალოთ სახვევი.

4. გავხვრიტოთ და დავკიდოთ გრილ, განიავებად ადგილას 3 დღით.

5. ბლენდერში ჩავასხათ ცოტაოდენი წყალი, ჩავყაროთ ნიორი და სუნელები, დავუმატოთ ჭარხლის წვენი. მიღებული მასა (უნდა იყოს არც ძალიან თხელი არც სქელი. დაახლოებით არაჟნის კონსისტენციის) წავუსვათ გამომშრალ ხორცის ნაჭრებს და კიდევ 3-4 დღით დავკიდოთ გრილ განიავებად ადგილას გასაშრობად.

6. სუფრაზე მიტანის წინ დავჭრათ თხელ ნაჭრებად

ინგრედიენტები

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top