ღორის ნეკნები აზიურად
ძირითადი კერძი აზიური ფიუჟენი აშშ

ღორის ნეკნები აზიურად

1. ღორის ნეკნები გავრეცხოთ, გავაცალოთ პრიალა აპკი და კარგად დავჩხვლიტოთ ჩანგლით ან მახათით. შემდეგ დავჭრათ სათითაო ნეკნებად;

2. ღრმა ჯამში კარგად ავურიოთ სოიოს სოუსი, თაფლი, ტკბილი ჩილის სოუსი, დაფქული კოჭა(ჯინჯერი), ნიორი, პილპილი და მარილი.

3. ჩავაწყოთ ჯამში ნეკნები და შევდგათ მაცივარში მინიმუმ ერთი საათი;

4. ღრმა გამოსაცხობ ჭურჭელში ჩავალაგოთ ნეკნები და შევდოთ წინასწარ 180 გარადუსზე გახურებულ ღუმელში. გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ გადავატრიალოთ ნეკნები და კიდევ 10 წუთი.

5. გამოვიღოთ ჭურჭელი, დავამატოთ ნეკნებს დარჩენილი სოუსი, დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში 30 წუთით.

6. გამოვიღოთ ნეკნები, დავაწყოთ ღუმელის გრილზე (სეტკაზე) და დავბრაწოთ 10 წუთით 200 გრადუსზე.

7. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

ზინფანდელი (კალიფორნია)

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top