1. ღრმა ტაფაზე, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და ვთუშოთ 2-3 წუთი საშუალო ცეცხლზე.
2. ანანასი კარგად გავთალოთ, მოვაშოროთ კანის ხორკლები და გამოვაცალოთ გული. მიღებული ანანასის რგოლები დავჭრათ წვრილად და დავუმატოთ ტაფაზე. ვთუშოთ 4-5 წუთი.
3. დავასხათ ნახევარი ჩაის ჩიქა ძმარი, 1 ლიმეტის გამოწურული წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად ამოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, ძირა და შავი პილპილი. ვთუშოთ კიდევ 4-5 წუთი სანამ ანანასი არ ჩარბილდება.
4. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.
5. ტაფაზე არსებული მასა გარგად გავაბლენდეროთ ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან ფაფისებრ მასას.
6. 6 მიღებული მასა გადავიტანოთ ჰერმეტულ პატარა ზომის ჭურჭლებში (პატარა ბოთლები ან ბანკები) და შევდგათ მაცივარში 24 საათით.
