1. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ მომცრო ზომის კუბიკებად.
2. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ რგოლებად ან ნახევარ-რგოლებად. პომიდორი გავჭრათ შუაზე და შემდეგ ნახევრები დავჭრათ 3-4 გრძივ ნაჭრად. 4 კბილი ნიორი დავჭრათ წვრილად. კამა და ოხრახუში დავჭრათ წვრილად (დავოტოვოთ დაახლოებით 1/3, რომელიც თევზის მარინადისთვის დაგვჭირდება). ბოსტნეული კარგად ავურიოთ, მოვასხათ 5-6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, კარგად ამოვურიოთ და დავყაროთ ღუმელში შესადგამ ფორმაში ან შესაწვავ ლანგარზე. მოვუდოთ 2-3 დაფნის ფოთოლი. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთით.
3. თევზი გავრეცხოთ და ორივე მხრიდან დანით ჩავჭრათ 3-4 ადგილას ისე რომ ლიმნის მრგვალი ნაჭრის ნახევარი მოთავსდეს.
4. ჯამში ჩავყაროთ დაჭრილი მწვანილი, დავუმატოთ 2-3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 50მლ. ზეითუნის ზეთი, ერთი ლიმნის წვენი და მარილი გემოვნებით. მიღებული მასა წავუსვათ კარგად თევზს, განსაკუთრებით ჩაჭრილ ადგილებსა და მუცლის ღრუში, მუცლის ღრუში ასევე ჩავუდოთ ერთილი მინსი ნაჭერი, დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.
5. თევზი ზემოდან დავადოთ ღუმელიდან გამოღებულ ბოსტნეულს, რომელსაც წინასწარ მოვასხათ 100მლ. თეთრი ღვინო. შევდგათ ღუმელში 180 გრადისზე 30-40 წუთი.
6. სუპრაზე მიტანის წინ მოვუწტოთ ლიმნის ნაჭრები და მოვაყაროთ ოდნავ დაჭრილი კამა და ოხრახუში.
ინგრედიენტები
Bandol-ის ვარდისფერი
