1. საქონლის ხორცი და პური დავჭრათ საშუალო ნაჭრებად,
2. ტაფა გავახუროთ, დავასხათ ზეითუნის ზეთი და შევწვათ ხორცი ყველა მხრიდან, მაღალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად მოიბრაწება და გადავიტანოთ თასში.
3. იმავე ტაფაში, ჩავყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი ვშუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში;
4. დავუმატოთ დაჭრილი ბეკონი და შეწვით კიდევ 2-3 წუთი.
5. მოშუშული ხახვი და ბეკონი გადავიტანოთ ღრმა ქვაბში, დავამა-ტოთ შაქარი და ამოვურიოთ; დავუმატოთ მდოგვი, მარილი, პილპილი, მიხაკი, დარიჩინი, მწვანე ხახვი, დაფნის ფოთოლი, შემწვარი ხორცი და ლუდი, მოვურიოთ და წამოვადუღოთ;
6. წამოდუღების შემდეგ ქვაბში ჩავამატოთ დაჭრილი პური და ამოვურიოთ;
7. ვადუღოთ თავსახურის გარეშე საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, რომ ლუდის ალკოჰოლი აორთქლდეს.
8. 10 წუთის შემდეგ ქვაბს დააფარეთ თავსახური და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 3 საათის განმავლობაში. შიგადაშიგ ამოვურიოთ.
9. 3 საათის შემდეგ გადმოვდგაც ცეცლიდან ამოვიღთ დაფნის ფოთოლი და პურის ნაჭრები და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გავაფორმოთ ბეგქონდარას ღერებით;
10. მივირთვათ ცხლად ბელგიურ შემწვარ კარტობილთან (ფრი) ერთად.
ინგრედიენტები
თამამი და სტრუქტურული წითლები ბურგუნდიიდან ან ბორდოდან
