მჟავე კომბოსტოს მწნილი
ხემსი / გარნირი ქართული საქართველო

მჟავე კომბოსტოს მწნილი

1. კომბოსტო გავრეცხოთ, შემოვაცალოთ ზედა რამდენიმე ფოთოლი და გავჭრათ 4-6 მსხვილ ნაჭრად. ჭარხალი გავთალოთ და დავჭრათ თხელ ფირფიტებად.

2. შუშის ჭურჭელში(შესაძლებელია ემალის ჭურჭელიც), ძირზე დავალაგოთ ნიახური, ნივრის კბილები, ჭარხლის ნაწილი, დაფნა, წიწაკა. დავამატოთ კომოსტოს ნაჭრები. შემდეგ ისევ ფენა-ფენა ნიახური, ნიორი, წიწაკა, ჭარხალი, დაფნა და ასე ბოლომდე, სანამ კომბოსტო გვეყოფა ან ჭურჭელი არ გაივსება.

3. მდუღარე წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავუმატოთ ძმარი, ოდნავ გავაგრილოთ და დავასხათ კომბოსტოს, ისე რომ დაფაროს შიგთავსი. ზემოდან დავადოთ ჭურჭელზე ნაკლები დიამეტრის სახურავი და დავადოთ რაიმე სიმძიმე.

4. შევინახოთ გრილ, ბნელ ადგილას (მაგ. სარდაფში ან საკუჭნაოში)

5. მწნილი მზად იქნება 6-7 დღეში.

ინგრედიენტები

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top