1. ლობიო გავრეცხოთ და დავალბოთ 1 საათი ცივ წყალში. შემდეგ კარგად მოვხარშოთ, გავაცივოთ და გადავწუროთ.
2. ხახვი, ქინძი, ოხრახუში და ნიორი წვრილად დავჭრათ და ჩავყაროთ დიდ ჯამში.
3. დავუმატოთ გატარებული ნიგოზი, და მოხარშული ლობიო.
4. დავუმატოთ სუნელები (ხმელი სუნელი, დაფქული ქინძი, შავი პილპილი), მოვასხათ ძმარი და ზეთი და მოვაყაროთ მარილი.
5. მიღებული მასა ფრთხილად და კარგად ამოვურიოთ, რომ ლობიო არ აილესოს, ამასთან სუნელები კარგად გაუჯდეს.
6. გადავიტანოთ სუფრაზე მისატან ჭურჭელში (სასურველია თიხის ჭურჭელი) და გარნირის სახით მოვუწყოთ მშავის ასორტი.
7. ლობიოს სალათს ძალიან უხდება მჭადი
ინგრედიენტები
შეხამება თეთრ ღვინოსთან
იმერული ციცქა / ცოლიკოური
