ლაზანია
ძირითადი კერძი იტალიური იტალია

ლაზანია

1. ლაზანიის ფირფიტები – ქვაბში ავადუღოთ წყალი და დავუმატოთ ცოტაოდენი მარილი, ჩავაწყოთ ფირფიტები და ვხარშოთ 8-10 წუთი. შემდეგ დავასხათ ცივი წყალი ამოვიღოთ ქვაბიდან და განვათავსოთ ისე, რომ არ მიეკრას ერთმანეთს;

2. ხორცის სოუსი – 4-5 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ნიახური. ვთუშოთ 3-5 წუთი საშუალო ცეცხლზე, დავუმატოთ გატარებული ხორცი და ვთუშოთ სანამ ხორცი ფერს არ შეიცვლის, დავასხათ ღვინო, დავუმატოთ ტომატის პიურე, ტომატის პასტა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და ვხარშოთ 30 წუთი ვიდრე ხორცი კარგად არ დარბილდება.

3. ბეშამელის სოუსი – ქვაბში ვაჩასხათ 1 ლ. რძე დავუმატოთ ფქვილი და ნელ ცეცხლზე ვურიოთ 5-7 წუთი სანამ მასა არ შესქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ კარაქი, 5 სუფრის კოვზი პარმეზანი და მარილი გემოვნებით. კარგად ავურიოთ და გავაგრილოთ;

4. ღრმა საცხობი ფომის ძირზე თხლად წავისვათ ხორცის სოუსი. შემდეგ ფენა-ფენა დავადოთ ლაზანიის ფირფიტები, ხორცის სოუსი და ბეშამელის სოუსი. გავთვალოთ ისე, რომ 3 ფენა გაკეთდეს. ბოლოს თავზე მოვაყაროთ გახეხილი მოცარელა.

5. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წუთი ვიდრე თავი კარგად არ მოიბრაწება.

6. სუფრაზე მიტანის წინ შეიძლება მოვაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში.

ინგრედიენტები

შეხამება წითელ ღვინოსთან

Montepulciano d’Abruzzo ან Chianti Classico

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top