1. ფეხები გავტრუსოთ, გავასუფთაოთ და დავჭრათ, ღორის ხორცთან ერთად ჩავაწყოთ დიდ ქვაბში.
2. დავუმატოთ ერთი მოზრდილი თავი ხახვი, 4-6 კბილი ნიორი, 3-4 ფოთოლი დაფნა, შავი პილპილის მარცვლები, ერთი მოზრდილი სტაფილო და მარილი გემოვნებით. ვხარშოთ ძალიან დიდხანს, ვიდრე ხორცი თავისით არ გასცილდება ძვლებს.
3. ხორცი ამოვიღოთ, წვენი გადავწუროთ, რომ გათავისუფლდეს ბოსტნეულისა და ძვებისაგან.
4. მოხარშული და ძვალგაცლილი ხორცი დავჭრათ ძალიან წვრილ ნაჭრებად და დავუმატოთ წვენს. ვხარშოთ 10-15 წუთი.
5. ავიღოთ საშუალო ზომის ფორმები, ძირზე განვალაგოთ კამის 1-2 ღერი და თხლად დაჭრილი სტაფილო 3-4 მრგვალი ნაჭერი. მოვასხათ ქვაბში არსებული მასა და კარგად გავაგრილოთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში.
6. სუფრაზე მიტანის წინ გადმობრუნებული დავდოთ თეფშზე ან ლანგარზე.. უნდა მივირთვათ მდოგვთან ერთდ.
ინგრედიენტები
ძლიერი კახური ქვევრის რქაწითელი
