ემილია-რომანია

იტალია

ემილია-რომანია

ლამბრუსკოს ცქრიალა ღვინოები, სანჯოვეზე დი რომანია, ალბანა დი რომანია, პინიოლეტო, ტრადიციული ბალზამური ძმრის რეგიონი

ქვეყანა იტალია
კლიმატი კონტინენტური
ტერუარი და ნიადაგი თიხა, კირქვა, მარლი, ქვიშიანი ნიადაგები, ალუვიური ნალექები, კირქვოვანი ფერდობები, პოს ველის ნოყიერი ვაკეები
ძირითადი ჯიშები ლამბრუსკო (სორბარა, სალამინო, გრასპაროსა), სანჯოვეზე, ალბანა, ტრებიანო რომანიოლო, პინიოლეტო (გრეკეტო ჯენტილე), მალვაზია დი კანდია არომატიკა, ფორტანა

ემილია-რომანია (Emilia-Romagna) იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ კულინარიული რეგიონია, სადაც ღვინო ცალკე, დამოუკიდებელი პროდუქტი კი არა, უფრო ფართო გასტრონომიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. პოს ველის ნაყოფიერი დაბლობებიდან აპენინების მთისწინეთებამდე გადაჭიმულ რეგიონში ღვინოებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტერუარი, არამედ ადგილობრივი სამზარეულოც. სტრუქტურა, მჟავიანობა და სიხალისე აქ თავისთავად არ არის მიზანი — მათი დანიშნულებაა ადგილობრივი სამზარეულოს მდიდარ და ინტენსიურ გემოებთან ჰარმონიული შეხამება, იქნება ეს პარმიჯანო-რეჯანო(Parmigiano Reggiano) თუ პარმის პროშუტო(Prosciutto di Parma).

აქაური ღვინოები ხშირად სირთულეზე მეტად სმის სიამოვნებასა და ბუნებრივად სასიამოვნო ხასიათს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ეს მათ უბრალო ღვინოებად არ აქცევს. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი გამოირჩევიან სიზუსტით, ბალანსით და სუფრასთან მკაფიო დანიშნულებით — მათი ხასიათი კერძთან ერთად განსაკუთრებით სრულად ვლინდება.

ემილია-რომანია ღვინის განსხვავებულ ფილოსოფიას გვთავაზობს: აქ ღვინო ნაკლებად არის ცალკე აღებული და მხოლოდ მასზე კონცენტრირებული დაკვირვების საგანი და უფრო მეტად ურთიერთობის ნაწილია — ურთიერთობის საკვებთან, ადგილთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ძირითადი დასახელებები:

Lambrusco (მოდენა / რეჯო-ემილია) — ცქრიალა წითელი ღვინო, რომელიც რეგიონს განსაზღვრავს. მასზე უკვე გვქონდა საუბარი პროსეკოს თავში.

Sangiovese di Romagna — სანჯოვეზეს განსხვავებული გამოხატულება ტოსკანურთან შედარებით. საერთოდ უფრო რბილი, უფრო ხელმისაწვდომი, წითელი ხილით, ნაზი ტანინებითა და უფრო უშუალო პროფილით.

Trebbiano Romagnolo — ფართოდ გავრცელებული თეთრი ჯიში, ხშირად მსუბუქი და სუფთა, თუმცა უკეთეს ნიმუშებში შემნიშნავ სტრუქტურასა და ნუშისებრ ბოლოგემოს ავლენს.

Medici Ermete Concerto Lambrusco Reggiano
უფრო სტრუქტურული და დახვეწილი — მუქი ალუბალი, ქლიავი და მკვრივი, მშრალი ბოლოგემო. ლამბრუსკოს სერიოზული გამოხატულება. შეფასება: 8.5/10

Cleto Chiarli Lambrusco Grasparossa di Castelvetro
მუქი და ცოცხალი — მაყვალი, იები და ოდნავ მომწარო ელფერი. სუფთა, ენერგიული და მაღალი გასტრონომიულობით. შეფასება: 8.2/10

Fattoria Zerbina Sangiovese di Romagna Superiore
რბილი და ხელმისაწვდომი — წითელი ალუბალი, მწვანილი და ნაზი ტანინები. დაბალანსებული და მსუბუქი, სუფთა ბოლოგემოთი. შეფასება: 7.8/10

Umberto Cesari Trebbiano Rubicone
მსუბუქი და სუფთა — ციტრუსი, მწვანე ვაშლი და შემნიშნავი ნუშის ნოტი. მარტივი, თუმცა კარგად გამოკვეთილი. შეფასება: 7.2/10

ქვერეგიონები — ემილია-რომანია

მოდენა
რეჯო-ემილია
პარმა
კოლი ბოლონეზი
კოლი დი იმოლა
რომანია
რავენა
ფაენცა
რიმინი
ბოსკო ელიჩეო
კოლი პიაჩენტინი
კოლი პარმენზი
კოლი დი სკანდიანო ე კანოსა
გუტურნიო DOC
ალბანა დი რომანია DOCG
სანჯოვეზე დი რომანია DOC
პინიოლეტო DOCG
ლამბრუსკო დი სორბარა DOC
ლამბრუსკო გრასპაროსა დი კასტელვეტრო DOC
ლამბრუსკო სალამინო დი სანტა კროჩე DOC

აღმოაჩინეთ რეგიონი

ღვინოები ემილია-რომანიადან

ემილია-რომანია-ის დეგუსტაციები მოგვიანებით დაემატება — შეფასებები აქ გამოჩნდება გამოქვეყნებისთანავე.

გაზიარება
გაზიარება
Facebook LinkedIn ელფოსტა
Scroll to Top