1. კრევეტები გავფცქვნათ, გავრეცხოთ და კარგად შევაშროთ ხელსაწმენდი ქაღალდით;
2. გახურებულ ტაფაზე გავადნოთ 50 გრამი კარაქი, დავუმატოთ 50 გრამი ზეითუნის ზეთი. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და კარგად მოვშუშოთ;
3. დავუმატოთ კრევეტები, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და დავუმატოთ ცოტაოდენი დაღერღილი წითელი წიწაკა. კარგად ავურიოთ და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 5 წუთი ვიდრე კრევეტები ფერს არ შეიცვლის.
4. დავუმატოთ კიდევ 50 გრმი კარაქი და კარგად ვურიოთ კარაქის გადმობამდე.
5. დავუმატოთ ერთი ლიმნის წვენი და 50 გრამი თეთრი ღვინო და წვრილად დაჭრილი ქინძი(ცოტაოდენი ქინძი დავიტვოთ მზა კერძზე მოსაყრელად).
6. ვშუშოთ ვიდრე სითხე არ ამოშრება დაახლოებით 10-15 წუთი.
7. გარნირად მოვხარშოთ თეთრი მოგრძო ბრინჯი.
8. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი ქინძი და მოვუწყოთ ლიმნის ნაჭრები.
ინგრედიენტები
ალბარინიო (ესპანეთი) ან სანსერი (საფრანგეთი)
